მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ივნისი  2017

    პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

    ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩაზე ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორსაც დღეს თბილისის მერია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან და კომპანია ბლექ სი გრუპთან ერთად იწყებს. პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალსადენი სისტემის და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, იცვლება ყველა წყალმიმღები ჭა და მონტაჟდება...

    ვრცლად
  • 15  ივნისი  2017

    ბარნოვის ქუჩაზე მოსახლეობის პროტესტმა სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა

    ბარნოვის ქუჩის მოსახლეობის პროტესტმა დროებითი შედეგი გამოიღო. კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლს შორის დაწყებული სასტუმროს მშენებლობა დროებით შეჩერებულია. დედაქალაქის მერიამ მის მიერვე გაცემული ნებართვა შეაჩერა. ხალხის პროტესტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სასტუმროს მშენებელ კომპანიას დოკუმენტაცია სრულყოფილი სახით არ ჰქონდა. ახლა იმას არკვევენ, როგორ გასცა მშენებლობის...

    ვრცლად
  • 06  ივნისი  2017

    თბილისში ვაჟა-ფშაველაზე ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა

    ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის IV კორპუსის ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებაა 14 705 ლარი.

    ვრცლად
  • 06  ივნისი  2017

    თბილისში უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე საავტომობილო გზა თითქმის 2 მეტრით გაფართოვდება

    თბილისის ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ხშირი საცობების თავიდან ასაცილებლად, გზის გაფართოების სამუშაოები სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გზაჯვარედინზე ავტომობილების სავალი ნაწილი 1,7 მეტრით გაფართოვდება, ანუ გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებითაც, ავტომობილები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის...

    ვრცლად
  • 05  ივნისი  2017

    საბურთალოს რაიონში ავარიული კორპუსების გამაგრება მიმდინარეობს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის N 6 და ნუცუბიძის ქუჩის N 4-ში ავარიული კორპუსების გამაგრება მიმდინარეობს. შენობის კედლებისა და აივნების გასამაგრებლად, ასევე, კარის ღიობების შესავსებად რკინის კონსტრუქციები მოეწყობა. სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება ყაზბეგის ქუჩის N 10-სა და...

    ვრცლად
  • 02  ივნისი  2017

    ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში ახალი სკვერი მოეწყობა

    თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის 16-25 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. ​სკვერში ახალი ფილები უკვე დაიგო და საბავშვო ატრაქციონებისთვის საფუძველი მოეწყო. იგეგმება ასევე ახალი სკამების, სანაგვე ურნების, ფანჩატურის...

    ვრცლად
  • 31  მაისი  2017

    თბილისში ჯანაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

    თბილისის ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ტროტუარები, დამონტაჟდა ახალი ბაზალტის ბორდიურები და 2100-მდე მ2 ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო სერვისმა“ განახორციელა.

    ვრცლად
  • 25  მაისი  2017

    თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

    თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, წყნეთში მდებარე ბაღის შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩადო. „წყნეთის დასახლებისთვის ახალი ბაღის მშენებლობა  მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად...

    ვრცლად
  • 19  მაისი  2017

    თბილისის ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

    ​თბილისის ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ტროტუარები, დამონტაჟდა ახალი ბაზალტის ბორდიურები, ორ ფენად დაიგო ასფალტის საფარი. პროექტის თანახმად, შეკეთდა გზის 2 100 მ2 ფართობი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს, კერძოდ, ცხვედაძის ქუჩის N60-ა, N60-ბ და N62-ის ტერიტორიაზე...

    ვრცლად
  • 18  დეკემბერი  2016

    ოქტომბერში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და ვაკეში გაიყიდა

    2016 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე, ყველაზე ნაკლები კი კრწანისში გაიყიდა. თიბისი ბანკის და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 21,1% საბურთალოზე მოდის, შემდეგი არის ვაკე 17%-ით. სიაში მესამეა სამგორი, სადაც ბინები თბილისში ყველაზე იაფი ღირს. ოქტომბერში გაყიდული ბინების 11% მოდის სამგორზე, 8,9% კი - ისანზე. სიაში 8,7%-ით...

    ვრცლად

პარტნიორები