სიახლეები
-
05 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
საბურთალოს რაიონში ავარიული კორპუსების გამაგრება მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, გამრეკელის ქუჩის N 6 და ნუცუბიძის ქუჩის N 4-ში ავარიული კორპუსების გამაგრება მიმდინარეობს. შენობის კედლებისა და აივნების გასამაგრებლად, ასევე, კარის ღიობების შესავსებად რკინის კონსტრუქციები მოეწყობა.
სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ხორციელდება. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრება ყაზბეგის ქუჩის N 10-სა და ნუცუბიძის ქუჩის N 18-შიც იგეგმება.'