სიახლეები
-
18 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ოქტომბერში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოსა და ვაკეში გაიყიდა
2016 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ბინა საბურთალოზე, ყველაზე ნაკლები კი კრწანისში გაიყიდა. თიბისი ბანკის და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 21,1% საბურთალოზე მოდის, შემდეგი არის ვაკე 17%-ით.
სიაში მესამეა სამგორი, სადაც ბინები თბილისში ყველაზე იაფი ღირს. ოქტომბერში გაყიდული ბინების 11% მოდის სამგორზე, 8,9% კი - ისანზე.
სიაში 8,7%-ით შემდეგია გლდანი და 7,6%-ით ნაძალადვი. დიდუბეზე მოდის ოქტომბერში გაყიდული ბინების 6,8%, 4,5% კი - კრწანისზე. გაყიდული ბინების 13,8% კი თბილისის სხვა უბნებზე მოდის.
კვლევის მიხედვით, ყველაზე ძვირი ბინები თბილისში მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზე ღირს. მთაწმინდაზე კვადრატული 1048 დოლარი ღირს, ვაკეში 1020 დოლარი, ხოლო საბურთალოზე კი 895 დოლარი. 820 დოლარია საშუალო ფასი კრწანისში, ხოლო ისანში 693 დოლარი. ყველაზე დაბალი ფასები ფიქსირდება სამგორში (520$) გლდანში (532$), ნაძალადევდა (586$) და დიდუბეში (724%).