მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  მარტი  2018

    თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტა

    თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე...

    ვრცლად
  • 05  მარტი  2018

    თსუ-ს მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

    თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ​სატენდერო განაცხადების შესახებ დოკუმენტაციის მოძიება დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო...

    ვრცლად
  • 02  მარტი  2018

    ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

    ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა ტენდერში მონაწილე ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა. ესტაკადის მშენებლობის სურვილი შპს „ენსისს“ და „ნიკარემსტროის ფილიალს საქართველოში“ ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის მიზეზი ტექნიკური დოკუმენტაცია გახდა. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 16 მარტიდან 21 მარტამდე იწარმოებს. ინფორმაციას...

    ვრცლად
  • 02  მარტი  2018

    3 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი

    ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის განცხადება მიმდინარე წლის 3 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან). საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის...

    ვრცლად
  • 01  მარტი  2018

    "თბილისის გენგეგმაში ის არეალებია მონიშნული, სადაც მშენებლობა დაუშვებელია"

    თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის პროექტში განაშენიანებისთვის სახიფადო ის ადგილებია დასახელებული, სადაც ამჟამად საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. „გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობის საჭიროებისთვის ასათვისებელი ფართობები თითქმის აღარ არის დარჩენილი, ქალაქის გაფართოება ხდება იმ არეალებში, რომლებიც ადრე...

    ვრცლად
  • 26  თებერვალი  2018

    დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, კერძოდ, დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8-ა და №8-ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები. საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს...

    ვრცლად
  • 26  თებერვალი  2018

    ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობა: კვლევის გარეშე საუბარი იმაზე, რომ ეს არის მეწყერსაშიში ზონა, გაუგებარია

    თბილისის მერის განცხადებით, კომპანიას, რომელიც ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობას აწარმოებს, შესაბამისი დოკუმენტაცია კანონმდებლობის მიხედვით წარდგენილი აქვს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კვლევის დოკუმენტაციის გარეშე მისთვის გაუგებარია საუბარი იმაზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია. მისივე თქმით, თბილისის მერია მზად არის აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა...

    ვრცლად
  • 21  თებერვალი  2018

    თბილისში მიწისქვეშა პარკირების მოსაწყობად 10 ლოკაცია შერჩეულია

    თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინიგის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. მერიის გადაწყვეტილებით რუსთაველზე 180 ადგილიანი პარკინგი მოეწყობა, რომლის 5%-იც ელექტრომობილებს დაეთმობა. კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკინგს მოაწყობს, ელექტრომობილების შესაბამისი რაოდენობის დამტენებიც უნდა დაამონტაჟოს. ინტერესთა...

    ვრცლად
  • 09  თებერვალი  2018

    თბილისში, ვაკის რაიონში სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე და წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხში უკვე დაიწყო. მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი“ განახორციელებს. სტადიონებზე შეიცვლება...

    ვრცლად
  • 09  თებერვალი  2018

    ჟვანიას ქუჩაზე დაღუპულ მუშას მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა

    თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილი და გარდაცვლილი მუშა 26 წლის იყო და მას მუშაობა რამდენიმე დღის დაწყებული ჰქონდა. შემთხვევის ადგილას უკვე მივიდა გარდაცვლილის დედა. ცხედარი ჯერჯერობით ექსპერტიზის ბიუროში არ გადაუსვენებიათ. ის მშენებარე კორპუსის აივნიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ...

    ვრცლად

პარტნიორები