მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  ივნისი  2017

    ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში ახალი სკვერი მოეწყობა

    თბილისის ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის 16-25 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.
    ​სკვერში ახალი ფილები უკვე დაიგო და საბავშვო ატრაქციონებისთვის საფუძველი მოეწყო. იგეგმება ასევე ახალი სკამების, სანაგვე ურნების, ფანჩატურის, საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება. ტერიტორია გამწვანდება.

    ვაკის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის I საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ სკვერში მიმდინარეობს სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნის მოწყობა. გადახურულ მოედანზე 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის #41-ში კი შიდა ეზოს გზის რეაბილიტაცია სრულდება – ასფალტის საფარი 2155 მ2 ფართობზე დაიგება.

    ​ვაკის რაიონში მიმდინარე და დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და ვაკის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერეს.


პარტნიორები