მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  ივნისი  2017

    პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

    ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩაზე ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორსაც დღეს თბილისის მერია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან და კომპანია ბლექ სი გრუპთან ერთად იწყებს.

    პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალსადენი სისტემის და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, იცვლება ყველა წყალმიმღები ჭა და მონტაჟდება კოლექტორის ახალი გადახურვის ფილები, რომელიც ასფალტის ზედაფენის ნიშნულზე გასწორდება რაც განაპირობებს უფრო კომფორტულ გადაადგილებას. მოხდება ასფალტის ძველი საფარის ფრეზირება, შემასწორებელი ფენის დაგება და ახალი ორფენიანი ასფალტის საფარის (7+4 სმ) მოწყობა. წყალსადენისა და სანიაღვრეს ტრანშეების გაჭრის ადგილას მოხდება გზის კონსტრუქციის გაძლიერება ქვიშა–ღორღით (0-40)-ით და 5სმ იანი ასფალტის ფენით. პროექტის ფარგლებში 70 სანტიმეტრით მოხდება თითეული ტროტუარის მხარის გაფართოება, რაც ქვეითად მოსიარულეს შეუქმნის მეტ კომფორტს, ხოლო არსებული ბორდიურის ნაცვლად მოეწყობა ფიბროარმირებული ბეტონის მონოლითური ბორდიური სანიაღვრე ღარით, რაც ადგილზე ჩამოიხმება სპეციალური დანადგარით Wirtgen SP25-ით.

    16 ივნისის 21:00 სთ-დან სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, რომლის დაგეგმვაში მადლობას ვუხდით ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და საპატრულო პოლიციას. დეტალური ინფორმაცია შემოვლითი გზებისა და შეფერხებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მერიის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში, მითითებულ ლინკზე.



    პეკინის ქუჩა სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია, სადაც დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს ამიტომ აღნიშნული პროექტი ჩვენი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმ მცირე შეზღუდვებს, რაც გამოწვეული იქნება პეკინის ქუჩის ნაწილობრივ გადაკეტვით, რადგან ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ქალაქი პეკინის გამზირის სრული რეაბილიტაციით მიიღებს. თბილისის მერია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან და „კომპანია ბლექ სი გრუპ“–თან ერთად რეაბილიტაციის პროცესში ძალიხმევას არ დაიშურებს რომ პროექტი დასრულდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში და თითოეული მოქალაქისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი.
    26 მაისის მოედანზე განთავსებულია შპს“კომპანია ბლექ სი გრუპის” და ქალაქ თბილისის მერიის დროებითი ერთობლივი ოფისი საიდანაც მოხდება პროექტის ოპერატიული და მუდმივი მართვა, ასევე სხვადასხვა საკომუნიკაციო სამსახურებთან (თელასი, ყაზტრასგაზი, სილქნეტი და სხვ) იქნება მუდმივი კომუნიკაცია რომ პრობლემების არსებობის შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს დაზიანების აღმოფხვრა.

    მეტი ინფორმირებულობისათვის THOUSE.GE  შემოგთავაზებთ მიმდინარე სამუშაოების შესახებ სიახლეებს და განახლებულ ფოტოებს.



პარტნიორები