სიახლეები
-
15 ივნისი 2017
თქვენი რეკლამა
ბარნოვის ქუჩაზე მოსახლეობის პროტესტმა სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა
ბარნოვის ქუჩის მოსახლეობის პროტესტმა დროებითი შედეგი გამოიღო. კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლს შორის დაწყებული სასტუმროს მშენებლობა დროებით შეჩერებულია.
დედაქალაქის მერიამ მის მიერვე გაცემული ნებართვა შეაჩერა. ხალხის პროტესტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სასტუმროს მშენებელ კომპანიას დოკუმენტაცია სრულყოფილი სახით არ ჰქონდა. ახლა იმას არკვევენ, როგორ გასცა მშენებლობის ნებართვა მერიის არქიტექტურის სამსახურმა საჭირო დოკუმენტაციის გარეშე.