სიახლეები
-
გლდანში 15 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის გლდანის რაიონში, 15 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. როგორც "სითი კვირას" გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, 12 სპორტული მოედანი გარემონტდება, 2 აღდგება და ერთი ახალი მოედანი კეთილმოეწყობა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში დაზიანებული ლითონის...
ვრცლად -
ისნის რაიონში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ ისნის რაიონში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს. ახალი გზა 584-მეტრიან მონაკვეთში შენდება. პროექტის თანახმად, გზის რთული რელიეფის გამო, მოეწყო საყრდენი კედლები და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის მოჭრის და გზის მოხრეშვის სამუშაოები...
ვრცლად -
თბილისში, ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება
თბილისის ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თემქაზე, ურეკის ქუჩის №4-ში, ახალი საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ახალი ბაღი ყოფილი №113-ე ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა 1 483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე...
ვრცლად -
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ ქვაფენილს, სავალი გზის შუა ნაწილში დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ხოლო სავალი ნაწილს გვერდებზე ქვაფენილი. სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებდა. გადაუდებელი სარეაბილიტაციო...
ვრცლად -
60 წლის შემდეგ პირველად თბილისში, ხონის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ხონის ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკანასკნელი 60 წელია არ განხორციელებულა. სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დღეს ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ჩუღურეთის...
ვრცლად -
ვაკის გამგეობა თოფურიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს ახორციელებს
ვაკის რაიონის გამგეობა თოფურიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა. საგზაო პროექტის ფარგლებში, თოფურიას ქუჩაზე მოხდება ტროტუარების და გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ახალი ბორდიურების...
ვრცლად -
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N31, N33 და N35-ში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე 3000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის...
ვრცლად -
თბილისში სამშენებლო ობიექტებს სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ
დაახლოებით 2-3 თვეში თბილისში სამშენებლო ობიექტებს სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ. ამით საბოლოო დადასტურდება, თუ როგორია ბოლო წლებში აშენებულ კორპუსების სეისმომედეგობა და რადიაციის დონე, რის მიმართაც სპეციალისტებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კვლევებს ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე"...
ვრცლად -
განახლებული "შერატონი" სექტემბერში გაიხსნება
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი არაბული „რაკია" სასტუმრო „შერატონის" რეკონსტრუქციაც მიმდინარე წლის სექტემბერში დაასრულებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი „რადიო კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რენოვაცია შემოდგომაზე - სექტემბერში დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. საქართველოში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო „შერატონი" ს...
ვრცლად -
მოსახლეობამ ტექნიკას მშენებლობაზე შესვლის საშუალება არ მისცა – საპროტესტო აქცია გლდანში
თბილისის გლდანის რაიონში, მეოთხე მიკრორაიონის მოსახლეობა, ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას კვლავ აპროტესტებს და აცხადებენ, რომ მშენებლობის გამო რეკრეაციული ზონა ნადგურდება. ადგილობრივებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს, საპროტესტო აქცია გამართეს და ტექნიკას მშენებლობაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. წვრილმანი...
ვრცლად