სიახლეები
-
13 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
თბილისში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ ქვაფენილს, სავალი გზის შუა ნაწილში დაიგო ასფალტის ახალი საფარი, ხოლო სავალი ნაწილს გვერდებზე ქვაფენილი.
სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებდა.
გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩა ერთი დღით 11 მარტს გადაიკეტა და ტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ, 12 მარტს დილით აღდგა.