მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  მარტი  2017

    გლდანში 15 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    თბილისის გლდანის რაიონში, 15 მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. ​როგორც "სითი კვირას" გლდანის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, 12 სპორტული მოედანი გარემონტდება, 2 აღდგება და ერთი ახალი მოედანი კეთილმოეწყობა.


    ​მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები შეიცვლება. ასევე შეიცვლება ფეხბურთის კარის ბადეები და მოეწყობა კალათბურთის თანამედროვე სტანდარტის ფარები. ძველ საფარს საჭიროებისამებრ, ბალახის ახალი საფარით ჩაანაცვლებენ.

    ​როგორც გამგეობაში აცხადებენ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სპორტულ მოედნებზე მიმდინარე სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ დაათვალიერა.


პარტნიორები