მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2017

    60 წლის შემდეგ პირველად თბილისში, ხონის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ​თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ხონის ქუჩაზე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკანასკნელი 60 წელია არ განხორციელებულა.
    სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
    მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დღეს ადგილზე გაეცნო.
    როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. ცდილობენ მოიცვან ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების განმავლობაში საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა.
    ხონის ქუჩის მცხოვრებლები ახალი კეთილმოწყობილი გზით მალე ისარგებლებენ. სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.
    ​მათივე ინფორმაციით, 2017 წლისთვის, ჩუღურეთის რაიონში, 35 ქუჩისა და 70 შიდა ეზოს მოასფალტებაა დაგეგმილი.

     

     

     


პარტნიორები