მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  მარტი  2017

    ვაკის გამგეობა თოფურიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს ახორციელებს

    ვაკის რაიონის გამგეობა თოფურიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა.


    საგზაო პროექტის ფარგლებში, თოფურიას ქუჩაზე მოხდება ტროტუარების და გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ახალი ბორდიურების დამონტაჟება და ასფალტის საფარის დაგება.

    გზის განახლება თოფურიას ქუჩის გარდა მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ორ მონაკვეთზე დაიწყო. კერძოდ, გზის შეკეთება VII კვარტლის 21-ე და 22-ე კორპუსებთან მისასვლელ გზებზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ჯეო სერვისი" აწარმოებს.


პარტნიორები