მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  მარტი  2017

    განახლებული "შერატონი" სექტემბერში გაიხსნება

    ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი არაბული „რაკია" სასტუმრო „შერატონის" რეკონსტრუქციაც მიმდინარე წლის სექტემბერში დაასრულებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი „რადიო კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რენოვაცია შემოდგომაზე - სექტემბერში დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის.

    საქართველოში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო „შერატონი" ს რეკონსტრუქცია, 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო. რეკონსტრუქციის პროცესი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

    მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ „შერატონი" რადიკალურად ტრანსფორმირდება. სასტუმროს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, ახალი რესტორნები, ბარები და ლაუნჯები დაემატება. სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონსტრუქცია მოხდება და სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლები 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრით სარგებლობას შეძლებენ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მილიონია.

    რაც შეეხება „რაკიას" სხვა პროექტებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ მათი განხილვა დღის წესრიგში არ დგას, რადგან ამ ეტაპზე პრიორიტეტული შერატონის რეკონსტრუქციაა.

    გასულ წელს „რაკიამ" მის მფლობელობაში არსებული „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" სახეწლმწიფოს გადასცა. აქტივის დათმობის სანაცვლოდ „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია" გათავისუფლდა 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.

     

     


    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები