მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  მარტი  2017

    გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის N31, N33 და N35-ში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

    სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე 3000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავა და გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსი ილია მიქელაიშვილი ადგილზე გაეცნენ.

    საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტ-ბეტონის საფარს 50 მისამართზე მოაწყობს. სამუშაოების ჯამური მოცულობა 67 000 მ2-ზე მეტს შეადგენს.


პარტნიორები