სიახლეები
-
ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, საქართველოში ასანთის საწარმო შენდება
სამეგრელოში დამზადებული ქართული ასანთი ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „მარსის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბასილიამ განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად ხობში ასანთის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ინვესტიციის სახით 2 მილიონი ლარი ჩაიდება. ბიზნესმენი ქართული ასანთის წარმოებით იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლებას...
ვრცლად -
ბუდაპეშტის ქუჩაზე 400მ-მდე სიგრძის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბუდაპეშტის N3ა-3ბ-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კორპუსების ეზოს ნაწილში უკვე დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, რომლებიც, საბოლოოდ, პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს უნდა დაუერთდეს. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის...
ვრცლად -
ჩუღურეთში, ჩიტაიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი აშენდება
ჩუღურეთში, ჩიტაიას #6-ში 250 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, ასევე მერიის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ხელმოწერის ცერემონიაც შედგა, რომელსაც...
ვრცლად -
სურამში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, კულტურული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დაბა სურამში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სკოლა ათწლეულების განმავლობაში არ გარემონტებულა და მისი რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრიორიტეტად მიიჩნია. მათივე ინფორმაციით...
ვრცლად -
ბორჯომში მოსაცდელების რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომში მოსაცდელების რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ბორჯომში რობაქიძის ქუჩაზე, ასევე დაბა ახალდაბაში და სოფელ ციხისჯვარში. აღნიშნულ ობიექტებზე ჯამში ხუთი გაჩერების მოწყობაა დაგეგმილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გათვალისწინებულია ლითონის...
ვრცლად -
Dreamland Oasis-ში 200-ზე მეტი აპარტამენტი გაიყიდა
ჩაქვში მდებარე კომპლექს Dreamland Oasis-ში ამ დროისთვის 200-ზე მეტი აპარტამენტია გაყიდული. აქედან ნახევარს ქართველი ბიზნესმენები ფლობენ. ამის შესახებ „კომერსანტს" კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა, ზურაბ ახალაიამ განუცხადა. ახალაია ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სასტუმროს 4 ნომერიც აპარტამენტად გაიყიდა და მათი მფლობელები ქართველი ბიზნესმენები არიან. აპარტამენტში...
ვრცლად -
Hualing International Special Economic Zone“ აცხადებს ვაკანსიას
„თბილისის ზღვის პლაზა“ იქნება საცალო, საბითუმო და დისტრიბუციის ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი საქართველოში. მისი გახსნა იგეგმება მიმდინარე წლის დეკემბერში. „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special Economic Zone“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: სანტექნიკოსი (აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი) ელექტრიკოსი (აუცილებელია სამუშაო გამოცდილება...
ვრცლად -
ინოვაციური ნაგვის ურნები, მოსაცდელები და „ჭკვიანი სკამები“ – თბილისში „მწვანე ქუჩა“ გაჩნდება
თბილისში ინოვაციური, მწვანე კონცეფციით კეთილმოწყობილი ქუჩა გაჩნდება. საუბარია კარგარეთელის ქუჩაზე, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ნაგვის ურნების, გარე განათების, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის აპარატის, ელექტრომოწყობილობების (მათ შორის, ელ.მობილების) დამტენი აპარატურების და ინოვაციური მიწისქვეშა წყლის რეზერვუარის დამონტაჟება იგეგმება. არსებული ინფორმაციით...
ვრცლად -
რამდენად რეალისტურია 5–მილიარდიანი პროექტის - „შავი ზღვის მარგალიტის“ განხორციელება?
გონიოში ინდუსტრიული ზონის „შავი ზღვის მარგალიტის" პროექტის ინვესტორები მზად არიან საქართველოს მთავრობის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ზონის ადმინისტრატორი ქართული კომპანიის „კორპორაცია ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი"-ს ვიცე-პრეზიდენტი არჩილ დოლიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღეს პირობები, რომელთა დაკმაყოფილების...
ვრცლად -
ისრაელში ქართველი მშენებლებისთვის კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვა სექტემბრამდე გადაიდო
ქართველი მშენებლებისთვის ისრაელში სპეციალური კვოტების გამოყოფის საკითხის განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო. როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში რადიო "კომერსანტს" განუმარტეს, გარკვეული მიზეზების გამო ქართული დელეგაციის ვიზიტი ისრაელში შემოდგომამდე გადაიდო, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. აპრილში ისრაელის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის დროს...
ვრცლად



