სიახლეები
-
14 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ჩუღურეთში, ჩიტაიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი აშენდება
ჩუღურეთში, ჩიტაიას #6-ში 250 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, ასევე მერიის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ხელმოწერის ცერემონიაც შედგა, რომელსაც თბილისის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს და სამშებლო კომპანიის ხელმძღვანელობამ მოაწერეს ხელი. მშენებლობის დაწყებისთან დაკავშირებით დღეს კაფსულაც ჩაიდო.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩიატაიას ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ ამ უბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე თქმით, საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მომავალი წლის იანვრიდან ბაღი პატარებს მიიღებს. იგი 250 ბავშვზე იქნება გათვლილი. დავით ნარმანიას თქმით, შენობა თანამედროვე სტანდარტებით აშენდება.
საბავშვო ბაღში სულ შვიდი ჯგუფი გაიხსნება. ბაღის მშენებლობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 1 798 000 ლარია გამოყოფილი.