მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  ივლისი  2016

    ბუდაპეშტის ქუჩაზე 400მ-მდე სიგრძის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ბუდაპეშტის N3ა-3ბ-ში სანიაღვრე სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს.
    მათივე ინფორმაციით, კორპუსების ეზოს ნაწილში უკვე დამონტაჟდა წყალგამტარი მილები, რომლებიც, საბოლოოდ, პეკინის ქუჩაზე გამავალ ცენტრალურ სანიაღვრე კოლექტორს უნდა დაუერთდეს.

    მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა ლუკა კანკავამ და გაიოზ ვასაძემ შეამოწმეს. შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ქსელის მოწყობა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

    „ამ კორპუსების მოსახლეობა გამგეობისაგან ითხოვდა შიდაკვარტალური გზების მოასფალტებას, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, სანიაღვრე ქსელის მოწყობის გარეშე საგზაო სამუშაოების განხორციელება არაეფექტური იქნებოდა, რადგან ეზოებში ნალექიანი ამინდის დროს მუდმივად გუბდებოდა წყალი, სწორედ ამიტომ იყო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურაც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მალე ეს დისკომფორტი მოსახლეობას აღარ ექნება“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე ლუკა კანკავამ.

    მერიის ინფორმაციით, პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „პალიტრა“ ახორციელებს. სამუშაოების მოცულობა მასშტაბურია, რადგან გარდა აღნიშნული კორპუსისა, ის ცენტრალურ ქუჩაზეც გადის. 


პარტნიორები