სიახლეები
-
ცქიტიშვილის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
თბილისის ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია და ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. დავით ნარმანიას განცხადებით...
ვრცლად -
თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა გზის კეთილმოწყობას მოითხოვს
თბილისის სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობა გზის კეთილმოწყობას მოითხოვს და აცხადებენ, რომ გზის საფარი ცუდ მდგომარეობაშია, ასევე, აწუხებთ ანტისანიტარია. სამგორის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსმა ზურაბ თამლიანმა განაცხადა, ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პირველ...
ვრცლად -
ჰუალინგ ჯგუფი ნებართვების მოპოვებისას პრობლემებზე საუბრობს
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობას „ჰუალინგ ჯგუფი" ნებართვების მიღების გაჭიანურების გამო ვერ იწყებს. ჯგუფის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ შენობა ინვესტორს წინასწარ დაგეგმილზე გვიან გადაეცა და ამ დრომდე არც პროექტია დამტკიცებული. „დაყოვნებას ჰქონდა ადგილი, შენობა გვიან გადმოგვეცა, გარკვეული პრობლემები გვაქვს ხოლმე...
ვრცლად -
საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელ სახლად გადაკეთებული ეკლესია ინვესტორს ელის
თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ავლაბარში არსებული წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის უგუმბათო ეკლესია, XIX – XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს და თავზე ერთი სართულიც დააშენეს. ოთხსართულიან შენობად გადაკეთებულ ტაძარს აღმოსავლეთიდან მიშენება აქვს მიდგმული, რის გამოც არ მოჩანს აღმოსავლეთ ფასადი. შედარებით კარგად არის დაცული...
ვრცლად -
სამშენებლო კომპანია დაგი, დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობას ახორციელებს
დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და Man -ის 143 ახალ ავტობუსებს მოემსახურება, რომელთა მიღების პროცესი მარტში დასრულდება. ამჟამად, ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგის“ სამშენებლო ჯგუფები ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტის ჩასხმას ამთავრებენ. ბაზისთვის გამოყოფილ 6 ჰექტარ მიწის ფართობზე...
ვრცლად -
ფოთში მშენებარე ქარხანა ტანსაცმელს ბრენდებისთვის - MAVI jeans, Levis, Celio, Marks & Spencer - შეკერავს
ფოთში მშენებარე ქარხანა ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდებისთვის MAVI jeans, Levis, Celio, Marks&Spencer შეკერავს. საწარმოს ფოთში კომპანია Pelin Global-ი აშენებს. ადგილზე 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე სწორედ კადრების შერჩევა მიმდინარეობს. თურქული კომპანია Pelin ქარხანას თურქეთშიც ფლობს და უკვე კერავს ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდებისთვის. ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 3 თვეში უნდა...
ვრცლად -
საინვესტიციო წინადადება: იყიდება 16 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორთაჭალაში
იყიდება 16 358კვ.მ მიწის ნაკვეთი ორთაჭალაში! იყიდება მიწის ნაკვეთი ორთაჭალაში, „ორთაჭალის ტურფის“ კომპლექსის ტერიტორიაზე. არტურ ლაისტის ქუჩაზე: Ø გასაყიდი ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 16 358 კვ.მ-ს. Ø მიწის ღირებულებაა 2 450 000$ (150$-1მ2) Ø ბე-ს თანხა შეადგენს 250 000 აშშ დოლარს. Ø მიწა დაყოფილია 4 საკადასტრო ერთეულად. (დეტალები იხ. დანართში) Ø მიწაზე დამტკიცებულია გრგ და...
ვრცლად -
“სამშენებლო კერამიკა” მცხეთაში სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის
მცხეთაში სამშენებლო მასალების საწარმო ამოქმედდება. საწარმოს ძირითადი მიმართულება ისეთი სამშენებლო მასალების წარმოება იქნება, როგრიცაა აგური, კრამიტი და ბლოკი. სოფელ აღდგომლიანთკარში საწარმოს კომპანია “სამშენებლო კერამიკა” სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნის. საწარმოში 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო...
ვრცლად -
დეველოპერების შემდეგ ავანსის დღგ-თი დაბეგვრას ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებიც აპროტესტებენ
საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას ითვალისწინებს, დეველოპერული კომპანიების შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებლი კომპანიებიც აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ "ავანსის" გადახდის მომენტი განისაზღვრა, თუ თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება. შესაბამის ცვლილებებს...
ვრცლად -
თბილისის ზღვაზე დასვენებისა და გართობის ზონებს ააშენებენ
PwC–მ თბილისის ზღვასთან ტერიტორიის განვითარების გეგმა დედაქალაქის მერიის დაკვეთით შეიმუშავა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო, სპორტულ–გამაჯანსაღებელი, ბიზნეს–ცენტრები და დასვენების ზონები შეიქმნება. ამ ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური გეგმა კომპანიამ PricewaterhouseCoopers (PwC) თბილისის მერიის დაკვეთით შეიმუშავა. დოკუმენტი შემუშავებულია კომპანია...
ვრცლად



