მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  იანვარი  2017

    სამშენებლო კომპანია დაგი, დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობას ახორციელებს

    დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და Man -ის 143 ახალ ავტობუსებს მოემსახურება, რომელთა მიღების პროცესი მარტში დასრულდება.

    ამჟამად, ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგის“ სამშენებლო ჯგუფები ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტის ჩასხმას ამთავრებენ. ბაზისთვის გამოყოფილ 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ავტობუსების სადგომების გარდა, სერვის ცენტრი, სამრეცხაო, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები აიგება.

    „ბაზა ახალი ავტობუსებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, იქ იქნება ყველა ტექნიკური პირობა, რათა ახალ ავტობუსებს მოვემსახუროთ. მათ შორის, გაზგასამართი სადგური, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მას შემდეგ, რაც ყველა ავტობუსს მივიღებთ და შესაბამისი მიმართულებით გავუშვებთ, ადგილი მზად იყოს და მათი მომსახურება ახალი ბაზის პირობებში მოხდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
    მერიის ინფორმაციით, ავტობაზაზე ახალი ავტობუსებისთვის ყველა სახის მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი. მათ შორის, ყოველდღიური სერვისი და კაპიტალური რემონტი.

    ავტობაზა 12-მეტრის სიგრძის Man – ის ავტობუსების გარდა, საშუალო, 9-მეტრის სიგრძის ავტობუსების მიღებასაც შეძლებს.
    დავით ნარმანიასთან ერთად ავტობაზაზე იმყოფებოდნენ: თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე. დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა 2016 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.


პარტნიორები