სიახლეები
-
11 იანვარი 2017თქვენი რეკლამა
თბილისის ზღვაზე დასვენებისა და გართობის ზონებს ააშენებენ
PwC–მ თბილისის ზღვასთან ტერიტორიის განვითარების გეგმა დედაქალაქის მერიის დაკვეთით შეიმუშავა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო, სპორტულ–გამაჯანსაღებელი, ბიზნეს–ცენტრები და დასვენების ზონები შეიქმნება.
ამ ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური გეგმა კომპანიამ PricewaterhouseCoopers (PwC) თბილისის მერიის დაკვეთით შეიმუშავა. დოკუმენტი შემუშავებულია კომპანია Chapman Taylor–ის მონაწილეობით, რომელიც არქიტექტურული და ურბანული განვითარების საკითხებზე მუშაობს, განაცხადეს საქართველოს პრემიერის პრეს–სამსახურში.„დოკუმენტი შესაბამისობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან და ის თბილისის ზღვის ტერიტორიის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნეს პრეს–სამსახურში.
PwC–ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მომზადდა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სარგებელს მოუტანს თბილისელებს, ასევე წაახალისებს ეკონომიკურ განვითარებას კერძო და საჯარო სექტორების მონაწილეობით. ცნობილი საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers-ი მსოფლიოს 157 ქვეყანაში საქმიანობს.



