მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  იანვარი  2017

    ჰუალინგ ჯგუფი ნებართვების მოპოვებისას პრობლემებზე საუბრობს

    ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობას „ჰუალინგ ჯგუფი" ნებართვების მიღების გაჭიანურების გამო ვერ იწყებს.

    ჯგუფის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ შენობა ინვესტორს წინასწარ დაგეგმილზე გვიან გადაეცა და ამ დრომდე არც პროექტია დამტკიცებული.

    „დაყოვნებას ჰქონდა ადგილი, შენობა გვიან გადმოგვეცა, გარკვეული პრობლემები გვაქვს ხოლმე ნებართვებთან დაკავშირებით, თუმცა იმედი მაქვს რომ ყველაფერი მალე დასრულდება", - აცხადებებ ვანგ შენგსინი, აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის დემონტაჟის ნებართვაც კი არ აქვთ მიღებული.

    შეგახსენებთ, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე სამინისტროს შენობა 2015 წლის ზაფხულში აუქციონზე 9,5 მლნ აშშ დოლარად „ჰუალინგ ჯგუფმა" შეიძინა.

    ინვესტორმა ადგილზე 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნას.

    თბილისის ცენტრში მდებარე აქტივის აქტივის შესაძენად ერთმანეთს კონკურენციას 3 პოტენციური მყიდველი უწევდა, რომელთაგან ერთი ვაჭრობას მალევე გამოეთიშა. საწყისი გასაყიდი ფასი 6 მლნ აშშ დოლარი იყო. 5 ათას აშშ დოლარად შეფასებული „ ბიჯების" რაოდენობამ კი, ვაჭრობის ბოლო დღეს 690 მიაღწია.


პარტნიორები