სიახლეები
-
12 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
“სამშენებლო კერამიკა” მცხეთაში სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის
მცხეთაში სამშენებლო მასალების საწარმო ამოქმედდება. საწარმოს ძირითადი მიმართულება ისეთი სამშენებლო მასალების წარმოება იქნება, როგრიცაა აგური, კრამიტი და ბლოკი.
სოფელ აღდგომლიანთკარში საწარმოს კომპანია “სამშენებლო კერამიკა” სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნის.
საწარმოში 1 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. „სამშენებლო კერამიკა“ წლის განმავლობაში სულ მცირე 320 000 ცალი აგურისა და 720 000 ცალი სამშენებლო ბლოკის წარმოებას გეგმავს.
კომპანიას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფელ აღდგომლიანთკარში მდებარე 13067.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადასცა.