მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  თებერვალი  2018

    წელს მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის 10,8 მლნ ლარია გათვალისწინებული

    წელს მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის 10,8 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის 2018 წლის ბიუჯეტშია მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე 2016 წელს 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2017 წელს - 8 მილიონ 215 ათასი, 2018 წელს კი 10 მილიონ 872 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ ეტაპზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, სამუშაოები...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს

    "სამშენებლო ობიექტებზე ახალი ტიპის ნორმების დაწესებამ, შესაძლოა, დედაქალაქში მშენებლობა და შემდეგ უკვე დასრულებული ბინების ფასი გააძვიროს. ამ მოსაზრების რეალურ საფუძველს იძლევა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით ჩატარებული შემოწმება, რომლის საფუძველზეც სამშენებლო საკითხების მოწესრიგებაზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ ობიექტს, ხოლო 54-ს მშენებლობის...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    თბილისში, წერეთლის გამზირზე, კოკა-კოლას ქარხნის ადგილზე, "პატარა უბნის" მშენებლობა იგეგმება.

    CoCa-Cola-ს მწარმობელი ქარხანა ლოკაციას გაზაფხულიდან შეიცვლის. ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, კოკა-კოლას ქარხნის მშენებლობა, ტექნიკა - დანადგარების გადატანა თითქმის დასრულდა. მარტის ბოლოს მთელი ქარხანა მუხრანის ველზე გადაინაცვლებს.   ამ მიმართულებით კი, ჯამში, ბიზნესმენმა 18 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხნის შენობის პროექტირებაზე, ფრანგული...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    დეველოპერები მერის ინიციატივას ჯარიმების გაზრდაზე დადებითად აფასებენ

    „როდესაც ჯარიმის ოდენობის გაზრდა მოხდება, კომპანიები მშენებლობაზე წესების გამკაცრებას მეტ ყურადღებას მიაქცევენ“, - დეველოპერებმა ეს განცხადება კახა კალაძის ინიციატივაზე კომენტირებისას გააკეთეს. კერძოდ, მერის თქმით, ქვეყანაში სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა კომპანიებისთვის ჯარიმები გაიზარდოს. როგორც მერიაში „კომერსანტს“ განუცხადეს ამ ეტაპზე...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    მეტროსადგურში მხოლოდ მყარი კონსტრუქცია უნდა გამოიყენებოდეს

    ახალგაზრდა არქიტექტორი ლელი შევჩენკო, თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში დაშვებული სამშენებლო ხარვეზის შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ “ვარკეთილში” მომხდარმა ინციდენტმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართულ რეალობაში არ არსებობს საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის კონკურენტული გარემო და დაკვეთა პირადი გემოვნების მიხედვით სრულდება. ​საზოგადოებრივ სივრცეში, მით უმეტეს...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    EBRD ნენსკრა ჰესის აქციონერი ხდება და პროექტს 214 მილიონით დააკრედიტებს

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD "ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი ხდება და მსხვილ კრედიტსაც გამოყოფს. საკითხი ევრობანკის საბჭოზე უკვე დაამტკიცეს. საუბარია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის განმახორციელებელი კომპანიის კაპიტალში 15 მლნ დოლარის ინვესტირებაზე, ასევე ჰესის მშენებლობისთვის 214 მლნ დოლარის სესხის გამოყოფაზე, რაც მის მიერ...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

    ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა. ახალი გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სოფელ როდინაულის მოსახლეობასთან და ადგილობრივი...

    ვრცლად
  • 01  თებერვალი  2018

    ზედამხედველობის სამსახურმა კუს ტბასთან სასტუმროს მშენებლობა დროებით შეაჩერა

    თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ მშენებლობის ადგილზე მისულმა სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა. ბაგრატიონის თქმით, ზედამხედველობის სამსახური აპირებს შეისწავლოს მშენებლობისა და ტერიტორიაზე ხეების მოჭრის კანონიერება. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ...

    ვრცლად
  • 31  იანვარი  2018

    ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200-მდე მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა

    ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200-მდე მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა — ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანის განვითარების მიზნით, კურორტზე ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათ შორისაა ბაკურიანის შესასვლელთან შემოვლითი გზის...

    ვრცლად
  • 31  იანვარი  2018

    თბილისში „ჰილტონის“ ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება

    „ჰილტონის“ ბრენდის სასტუმროს საძირკველს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ჩაუყრის. აღნიშნული პროექტის შესახებ „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. მაშინ ცნობილი იყო, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანია Granat Georgia იყო...

    ვრცლად

პარტნიორები