მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  იანვარი  2018

    ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200-მდე მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა

    ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით 1 200-მდე მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა — ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
    მინისტრის განმარტებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანის განვითარების მიზნით, კურორტზე ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათ შორისაა ბაკურიანის შესასვლელთან შემოვლითი გზის მშენებლობა და საპარკინგე სივრცის მოწყობა.
    მინისტრის თქმით, ასევე მალე დიდველთან პარკინგის მშენებლობას დაიწყებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

    „წელს რეკორდული რაოდენობის დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს. განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იყო ახალი წლის დღეებში. უკვე მომავალი ზამთრის სეზონისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება – ბაკურიანის შესასვლელთან გავაკეთებთ შემოვლით გზას, ციხისჯვრისა და ტაბაწყურის მიმართულებით მოეწყობა დიდი პარკინგი, რომელიც დაახლოებით 1200 მანქანაზე იქნება გათვლილი. მალე მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს დიდველთან პარკინგის მშენებლობას. შეუძლებელია ბაკურიანში ამდენი მანქანა მოძრაობდეს, რადგან ფეხით მოსიარულეებს ექმნებათ პრობლემები და ამას რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად კურორტი კარგავს ხიბლს – ბავშვები ვეღარ სეირნობენ ციგებით, ვერ გადაადგილდებიან მარხილები, ამდენი გამონაბოლქვით ბინძურდება ეკოლოგია. ამიტომ მოეწყობა პარკინგის ტერიტორია, სადაც დამსვენებლები შეძლებენ ავტომანქანის დატოვებას, ხოლო ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდებიან. ეს გეგმები აუცილებლად განხორციელდება და თან ძალიან სწრაფად, სხვაგვარად ბაკურიანის განვითარება წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები