მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  თებერვალი  2018

    წელს მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის 10,8 მლნ ლარია გათვალისწინებული

    წელს მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის 10,8 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის 2018 წლის ბიუჯეტშია მოცემული.
    დოკუმენტის მიხედვით, მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე 2016 წელს 2 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2017 წელს - 8 მილიონ 215 ათასი, 2018 წელს კი 10 მილიონ 872 ათასი ლარია განსაზღვრული.

    ამ ეტაპზე არსებული ჩანაწერის მიხედვით, სამუშაოები შემდეგ სადგურებზე იგეგმება: "ვაგზლის მოედანი 1, 2 3", "თავისუფლების მოედანი", "რუსთაველი", "მარჯანიშვილი", "ისანი", "წერეთელი", "სამედიცინო უნივერსიტეტი" და "ნაძალადევი".

    "დღეს არსებული თბილისის მეტროს ზოგიერთი სადგურების ვესტიბიულები ექვემდებარება გადაუდებელ კაპიტალურ რემონტს. ქვეპროგრამის მიზანია მათი განახლება, რეკონსტრუქცია", - აღნიშნულია ბიუჯეტში.

    როგორც Bm.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამ სადგურებზე სამუშაოებისთვის ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვარკეთილის“ მეტროში ჭერი ჩამოიშალა. აღნიშნულ მეტროს სადგურს რეაბილიტაცია კომპანია შპს "ყვარელრემმშენმა" 2017 წელს ჩაუტარა, რაც 347,852 ლარი დაჯდა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები