მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  თებერვალი  2018

    ზესტაფონში, სოფელ როდინაულის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

    ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარამდე შეადგინა. ახალი გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სოფელ როდინაულის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. დღეიდან, სოფელ როდინაულის მაცხოვრებლებს გაუადვილდებათ გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდებათ.



    აღნიშნული გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან აკავშირებდა, ფაქტობრივად გაუქმებული იყო და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებდა. პროექტის შედეგად, გაკეთდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა. დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, მდინარე ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები