სიახლეები
-
01 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
EBRD ნენსკრა ჰესის აქციონერი ხდება და პროექტს 214 მილიონით დააკრედიტებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD "ნენსკრა ჰიდროს" აქციონერი ხდება და მსხვილ კრედიტსაც გამოყოფს.
საკითხი ევრობანკის საბჭოზე უკვე დაამტკიცეს.
საუბარია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის განმახორციელებელი კომპანიის კაპიტალში 15 მლნ დოლარის ინვესტირებაზე, ასევე ჰესის მშენებლობისთვის 214 მლნ დოლარის სესხის გამოყოფაზე, რაც მის მიერ საქართველოში კერძო კომპანიაზე გაცემული ერთ-ერთი მსხვილი კრედიტი იქნება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,083 მლრდ დოლარია.
„ნენსკრა ჰიდროს“ აქციონერები არიან K-Water და „საპარტნიორო ფონდიც“
როგორც ცნობილია, 280 მეგავატიანი ელექტროსადგური 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.
ნენსკრა ჰესი დაპროექტდა და აშენდება იმავე ნორმებით და სტანდარტების დაცვით, როგორც შენდება შვეიცარიაში. დაგეგმილია 130 მ სიმაღლის და 870 მ სიგრძის კაშხალის მოწყობა, რაც შექმნის დაახლოებით 176 მილიონი კუბ.მ. მოცულობის წყალსაცავს. ჰესის საექსპლუატაციო ხარჯი წელიწადში 11 მლნ დოლარით არის განსაზღვრული.
პოტენციურ დამფინანსებელთა შორის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) გარდა, აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპული საინვესტიციო ბანკი (EIB) და კორეის განვითარების ბანკი მოიაზრება.ტეგები