სიახლეები
-
თელავში, 29 ოქტომბერს ბატონის ციხე გაიხსნება ( +ფოტო)
თელავში, ბატონი სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები უკვე დასრულებულია და 29 ოქტომბერს ბატონის ციხე გაიხსნება.
ვრცლად -
ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტში, ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის...
ვრცლად -
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასკანა-მშვიდობაური-ბახვის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი დაფინანსდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და მისი ღირებულება 3,751,602.92 ლარს აღწევს. რეაბილიტაცია ითვალისწინებს გზის საფარის აღდგენას, სახიდე გადასასვლელების და...
ვრცლად -
ბათუმის ანბანის კოშკში პანორამული საკონფერენციო სივრცე იხსნება
ანბანის კოშკში მომავალი წლის დასაწყისში პანორამული საკონფერენციო ზონა გაიხსნება. როგორც კოშკის მმართველი ესპანური კომპანიის Boost Spain-ის წარმომადგენელი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, საკონფერენციო სივრცე 70 პერსონაზე იქნება გათვლილი და მუდმივად იმუშავებს. ირინა ხომასურიძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები დაწყებულია და სავარაუდოდ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს იქნება...
ვრცლად -
ომალოში აეროდრომი აშენდება
ომალოში აეროდრომი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის წევრები ომალოს აეროდრომის პროექტირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საკითხს განიხილავენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი...
ვრცლად -
გლდანში კეთილმოწყობის სამუშაოები 31 მისამართზე განხორციელდება
თბილისის გლდანის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მრავალსართულიანია საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს ხანებში 31 მისამართზე დაიწყება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით...
ვრცლად -
თბილისში საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება
თბილისში საშემოდგომო რგვები უახლოეს დღეებში, როგორც ქალაქის შემოგარენში ასევე, ცენტრალურ უბნებში დაიწყება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილ სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000 -მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. „მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების...
ვრცლად -
გლდანს კიდევ ერთი ახალი სკვერი ექნება
თბილისის გლდანის რაიონის მე-2 მ/რ-ის 38-ე კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ სკვერში დააგებენ დეკორატიულ ფილებს, მოაწყობენ ბეტონის ბორდიურებს და ლითონის დეკორატიულ ღობეს; სკვერში დაამონტაჟებენ გარე განათების 29 დეკორატიულ ბოძს, დადგამენ სკამებს და სანაგვე ურნებს. მათივე ინფორმაციით, სკვერში პატარებისთვის მოაწყობენ საბავშვო...
ვრცლად -
2016 წლის სექტემბრის დაინტერესება | ,,Thouse.ge ის ყოველთვიური რეიტინგი "
Thouse.ge გთავაზობთ ყოველთვიურ სტატისტიკას რომელიც Thouse.ge - ის გვერდზე ვიზიტორთა პროექტების დაინტერესების რაოდენობის სტატისტიკას ასახავს. სულ პროექტების რაოდენობა აგვისტოს თვეში 138 სულ კომპანიების რაოდენობა ვებ გვერდზე 177 გამოქვეყნებულია 15 სამშენებლო ( დეველოპერული ) კომპანია #სექტემბრისდაინტერესება 1. HAUSART LUX - ,, დიდი ეზო დიდ დიღომში " 2. DREAM HOUSE 3. Gino Green City 4. Archi group 5. Green Diamond 6. Dar...
ვრცლად -
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა და წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 19 დეკემბერია. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის...
ვრცლად



