მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  ოქტომბერი  2016

    გლდანში კეთილმოწყობის სამუშაოები ​31 მისამართზე განხორციელდება

    ​თბილისის გლდანის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მრავალსართულიანია საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს ხანებში 31 მისამართზე დაიწყება.
    ​ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.
    ​მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგეგმება 14 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის განახლდება; 4 ობიექტზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიფტებს; 2 მისამართზე დაამონტაჟებენ მეტალის კარს; 3 მისამართზე მოწესრიგდება წყალ-კანალიზაციის სისტემა; 2 ობიექტზე საერთო სარგებლობის კიბეებს აღადგენენ; 2 კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია განხორციელდება; 4 ობიექტზე მოეწყობა წყალსაწრეტი მილები.
    ​როგორც გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობა, ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 000 ლარს გამოყოფს.

     

     

     

     


პარტნიორები