სიახლეები
-
თბილისში საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება
თბილისში საშემოდგომო რგვები უახლოეს დღეებში, როგორც ქალაქის შემოგარენში ასევე, ცენტრალურ უბნებში დაიწყება.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილ სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000 -მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.
„მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები.




