სიახლეები
-
გლდანს კიდევ ერთი ახალი სკვერი ექნება
თბილისის გლდანის რაიონის მე-2 მ/რ-ის 38-ე კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალ სკვერში დააგებენ დეკორატიულ ფილებს, მოაწყობენ ბეტონის ბორდიურებს და ლითონის დეკორატიულ ღობეს; სკვერში დაამონტაჟებენ გარე განათების 29 დეკორატიულ ბოძს, დადგამენ სკამებს და სანაგვე ურნებს.
მათივე ინფორმაციით, სკვერში პატარებისთვის მოაწყობენ საბავშვო ატრაქციონებსა და სავარჯიშო მოედანს.
სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 144 000 ლარია გამოყოფილი.
2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონის მასშტაბით, 10 ახალი სკვერი მოეწყო, რაზეც 466 377 ლარი დაიხარჯა.





