სიახლეები
-
თელავში, 29 ოქტომბერს ბატონის ციხე გაიხსნება ( +ფოტო)
თელავში, ბატონი სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა.
ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები უკვე დასრულებულია და 29 ოქტომბერს ბატონის ციხე გაიხსნება.













