სიახლეები
-
უზნაძის ქუჩაზე მდებარე შენობა ელექტრონულ აუქციონზე ვერ გაიყიდა
ხელისუფლებამ პროექტ "50 ქონება სასტუმროსთვის" პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოტანილი ნაგებობის გაყიდვა აუქციონზე ვერ შეძლო. საქმე ეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. აუქციონი ამ ლოტზე 12 ნოემბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდა. ობიექტის საწყისი ფასი 800 ათას დოლარს...
ვრცლად -
ბათუმში სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი" გაიხსნა
"ბათუმში, პირველი ყველაზე მასშტაბური სავაჭრო ცენტრი "ბათუმი მოლი" გაიხსნა",- ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „ბათუმი მოლი“ არის 4 სართულიანი და შენობას თან ახლავს 6 -დონიანი პარკინგი, რაც ბათუმისათვის სიახლეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სავაჭრო მოლში გახსნილია და წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. წლის...
ვრცლად -
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის ფასადი ჩამოინგრა
თბილისში მთაწმინდის რაიონში, პაოლო იაშვილის #16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სამსართულიანი სახლის ფასადი ჩამოინგრა. შენობის ჩანგრეული ნაწილი სახლის ერთ-ერთი აივანს დაეცა. შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. შენობაში 25-მდე ოჯახი ცხოვრობს. “სითი კვირა” სახლის მაცხოვრებლებს ლილი ფირცხალაიშვილსა და რუსუდან ხვედელიძეს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ...
ვრცლად -
სამგორის რაიონში 200 ძირი ხე დარგეს
თბილისის სამგორის რაიონში გამართული გამწვანების აქციის ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე დღეს, 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დარგეს. აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფრო ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად მონაწილეობდა. “გამწვანების ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით...
ვრცლად -
თბილისის მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღს გააშენებენ
თბილისის მახათას მთაზე, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ ზეთისხილის ბაღების გაშენება 11.00 საათზე დაიწყება. გამწვანების აქციაში, თბილისის მერიასთან ერთად, სტუდენტი – ახალგაზრდობაც მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც აქციაში მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის ინიციატივით ჩაერთვებიან. პირველ ეტაპზე 2600 ძირ ზეთისხილის ნერგს დარგავენ. მანამდე ტერიტორიაზე...
ვრცლად -
ბათუმი, სამშენებლო მასალების და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა “BATUMI BUILD 2016" გაიმართება
მიმდინარე წლის 9-11 დეკემბერს ბათუმი, სასტუმრო „შერატონში" სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა -გაყიდვას მასპინძლობს. "BATUMI BUILD 2016" -ის ორგანიზატორი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანია ''EXPO BATUMI'', მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა. „BATUMI BUILD 2016" თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა...
ვრცლად -
300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის კრწანისის რაიონში 300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე მოიკირწყლება ბილიკები, შეიცვლება განათების ქსელი, ბაღს დაემატება ახალი ნარგავები. მეორე ეტაპზე გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრები და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობა. ბაღი თბილისის ისტორიულ გალავანთან...
ვრცლად -
თბილისში 35 საზოგადოებრივი საპირფარეშო განთავსდება
თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების განთავსება 2017 წლიდან, ძირითადად, ქალაქის ტურისტულად აქტიურ ნაწილში იგეგმება, მათ შორისб საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზეც. პირველ ეტაპზე 35 ერთეული საზოგადოებრივი ტუალეტის განთავსება იგეგმება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია კონკურსს უახლოეს ხანებში გამოაცხადებს. ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა და...
ვრცლად -
საქართველოში პირველი აგროჰაბი იხსნება
საქართველოში პირველი „აგროჰაბის" მარკეტი გაიხსნება. „აგროჰაბის" გენერალური დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი აცხადებს, რომ პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მისივე განმარტებით, „აგროჰაბი" ოფიციალურად მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება. მისივე განმარტებით, „აგროჰაბში" იქნება სხვადასხვა სახის წარმოება და 150 ავტომობილზე გათვლილი...
ვრცლად -
ჩინური მხარე გურიაში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელს ხიონგ ხიანგლონგს და მის თანხმლებს პირებს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჩაის მეურნეობის წარმოებაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაზე, ტურიზმის და თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს...
ვრცლად



