სიახლეები
-
გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. დაშავდა 3 მუშა. მშენებლობაზე დასაქმებულების თქმით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია, სადენები წყალშია.
ვრცლად -
ჩუღურეთში ცხრა ძმის ქუჩაზე სკოლა შენდება, რომელიც 500 ბავშვს მიიღებს
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან ერთად, ცხრა ძმის ქუჩაზე სკოლის მშენებლობას ადგილზე გაეცნო. მე-3 საჯარო სკოლა, რომელიც 300-მდე მოსწავლეს ემსახურებოდა, 2010 წელს დაიხურა. ბავშვების სხვა სკოლებში გადანაწილებამ მოსწავლეებს და მათ მშობლებს პრობლემები შეუქმნა. 300-მდე მშობელმა მაჟორიტარის...
ვრცლად -
ბოლნისში აგროჰაბი გაიხსნება
"ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების" პროექტის ფარგლებში ქალაქის შესასვლელში აგროჰაბი გაიხსნება, სადაც შესაფუთი მობილური ტექნიკა განთავსდება. ტექნიკით სარგებლობა ნებისმიერ ფერმერს და დაინტერესებულ პირს სიმბოლურ ფასად შეეძლება. შესაფუთი დანადგარები ადგილზეც იმუშავებს. აგროჰაბის ბიზნესმოდელის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტში...
ვრცლად -
ზურაბ ალავიძემ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა დაათვალიერა
თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. 119-მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს ყველაზე რთული 7-კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობას. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან ერთად გაეცნო. მინისტრმა პროექტის მიმდინარეობის ტემპი და მუშაობის ხარისხი შეამოწმა...
ვრცლად -
გრანდიოზული პროექტი Alliance Palace - ის მშენებლობის პროცესის ფოტოკადრები THOUSE.GE
41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი ალიანს პალასი ( Alliance Palace ) რომლის მშენებლობა ბათუმში მიმდინარეობს. 1-6 სართულზე მსოფლიო ბრენდის 'ქორთიარდ მერიოტის'-ის 150 ნომრიანი სასტუმრო, ხოლო 7-41 სართულზე პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება. Alliance Palace - ი მოიცავს ყველა 5 ვარსკლავიან სერვისსა და ინფრასტრუქტურას რომელიც აუცილებელია პრემიუმ კლასის ცხოვრებისათვის THOUSE.GE...
ვრცლად -
როგორ აფასებენ დეველოპერები 41-ე დადგენილებას
ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. მთავრობის 41-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, დეველოპერული ბიზნესს ახალი რეგულაციების შესრულება დაევალა, რაც მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების მკაცრად გათვალისწინებას გულისხმობს. დეველოპერები რეგულაციების ამოქმედებას სწორად მიიჩნევენ, თუმცა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლთა ერთი ნაწილი...
ვრცლად -
ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება
თბილისში, ძველ იპოდრომთან, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს. პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო...
ვრცლად -
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში 100-მილიონიან პროექტს — 20 000 მაყურებელზე გათვლილ ფეხბურთის ახალი სტადიონ ჩეყარა საფუძველი. ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც უეფას ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე...
ვრცლად -
გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს, 54-ზე მშენებლობა შეჩერდა
2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა და 54 ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა. ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა. კალაძის ინფორმაციით, სამშენებლო სამართალდარღვევებზე...
ვრცლად -
თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 27 წლის მამაკაცი სამუშაოებს ჩაფხუტისა და უსაფრთხოების ქამრის გარეშე ასრულებდა. მუშა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა. სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე, სამშენებლო...
ვრცლად



