სიახლეები
-
22 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ჩუღურეთში ცხრა ძმის ქუჩაზე სკოლა შენდება, რომელიც 500 ბავშვს მიიღებს
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიასთან ერთად, ცხრა ძმის ქუჩაზე სკოლის მშენებლობას ადგილზე გაეცნო.
მე-3 საჯარო სკოლა, რომელიც 300-მდე მოსწავლეს ემსახურებოდა, 2010 წელს დაიხურა. ბავშვების სხვა სკოლებში გადანაწილებამ მოსწავლეებს და მათ მშობლებს პრობლემები შეუქმნა.
300-მდე მშობელმა მაჟორიტარის წარმომადგენლობას სკოლის აღდგენის მოთხოვნით მიმართა.
განათლების სამინისტროს და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მთავრობამ სკოლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
"ეს სკოლა ჩვენი რაიონის სიამაყე იქნება", - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. სკოლა 500-მდე ბავშვს მიიღებს და 90-მდე ადამიანს დაასაქმებს. ის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის იქნება.ტეგები