Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $stop is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 50

Deprecated: Optional parameter $ids declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 293

Deprecated: Optional parameter $tag declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344

Deprecated: Optional parameter $keyword declared before required parameter $category_id is implicitly treated as a required parameter in /home/apartmen/thouse.ge/system/application/model/catalog/news.php on line 344
ბოლნისში აგროჰაბი გაიხსნება

მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  იანვარი  2018

    ბოლნისში აგროჰაბი გაიხსნება

    "ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების" პროექტის ფარგლებში ქალაქის შესასვლელში აგროჰაბი გაიხსნება, სადაც შესაფუთი მობილური ტექნიკა განთავსდება. ტექნიკით სარგებლობა ნებისმიერ ფერმერს და დაინტერესებულ პირს სიმბოლურ ფასად შეეძლება. შესაფუთი დანადგარები ადგილზეც იმუშავებს.
    აგროჰაბის ბიზნესმოდელის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტში ვარაუდობენ, რომ აგროჰაბში აგროსექტორში წარმოებული პროდუქციის როგორც საცალო ასევე საბითუმო გაყიდვები მოხდება, არა მხოლოდ ბოლნისში, დიდ ქალაქებშიც.

    აგროჰაბის მუშაობის სრული სისტემა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბიზნესმოდელი შემუშავდება. უახლოეს ხანში აგროჰაბის სტრატეგიული გეგმა და მარკეტინული ღონისძიებებიც გაიწერება. 2018-2020 წლების განმავლობაში ბოლნისის აგროჰაბის ფარგლებში ადგილობრივი პროდუქციის ოთხი გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.

    აგროჰაბის ამოქმედება ევროკავშირის საგრანტო კონკურში "მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტები" ბოლნისის გამარჯვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაფინანსების საერთო მოცულობა 380 ათასი ევროა, საიდანაც 60 ათასი ევრო მუნიციპალიტეტის ფინანსური კონტრიბუციაა. ამავე პროექტის მიზანი ადგილობრივი ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ტურიზმის და აგროსექტორის მიმართულებით ბიზნესის სტიმულირებაა. აგროჰაბის გახსნა, პროექტის მხოლოდ ერთი მიმართულებაა. ამასთან, იგეგმება კვლევები, ტრენინგები და ინფრასტრუქტურის განახლება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები