მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  იანვარი  2018

    აზერბაიჯანი ირანთან რკინიგზის მშენებლობას $500 მილიონით დააფინანსებს

    აზერბაიჯანი ირანთან დამაკავშირებელი ახალი, რეშტ-ასტარას სარკინიგზო ხაზის მშენებლობას დააფინანსებს, ამ მიზნით ნახევარი მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ფულს ერთობლივი, ირანულ-აზერბაიჯანული კომპანია აითვისებს, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის შექმნა. ამ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო საშუალებები, ირანის გზებისა და ქალაქგანივითარების მინისტრის მოადგილე ასგარ კაშანზე დაყრდნობით ავრცელებენ.

    რკინიგზის მშენებლობა, პროექტ "ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

    "მას შემდეგ, რაც რკინიგზა აშენდება, ინდოეთსა და ჩინეთს შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ცენტრალურ აზიაში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და ევროპაში გაიტანონ“-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

    აღსანიშნავია, რომ იტალიური, რუსული და ჩინური კომპანიები მზადყოფნას გამოხატავდნენ ინვესტიციები ამ პროექტში ჩაედოთ, თუმცა, როგორც ირანელი ჩინოსანი აღნიშნავს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანთან მეზობლობა გაითვალისწინა და ერთობლივი საწარმოს შექმნისა და დაფინანსების სწორედ აზერბაიჯანისგან მიღების გადაწყვეტილება მიიღო.

     

     

     


პარტნიორები