სიახლეები
-
22 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ზურაბ ალავიძემ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა დაათვალიერა
თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. 119-მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს ყველაზე რთული 7-კილომეტრამდე მონაკვეთის მშენებლობას.
სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გაგი ბუაძესთან ერთად გაეცნო.
მინისტრმა პროექტის მიმდინარეობის ტემპი და მუშაობის ხარისხი შეამოწმა.
თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამივე მონაკვეთის მთლიანი სიგრძე 17 კმ-ზე მეტია.
ამჟამად მიმდინარეობს მეორე მონაკვეთის მშენებლობა.
გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცი მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2019 წელს დასრულდება.ტეგები