მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  იანვარი  2018

    ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

    თბილისში, ძველ იპოდრომთან, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.

    თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.

    პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და საკონფლიქტო წერტილების გარეშე გაივლის ყაზბეგის ქუჩიდან იყალთოს გვირაბისკენ მიმავალი სატრანსპორტო ნაკადები.

    გარდა ამისა ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისაკენ მომავალ სატრანსპორტო ნაკადებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ მობრუნების მანევრი და ხიდის ქვეშ გავლით დაუერთდნონ იყალთოს გვირაბისაკენ მიმავალ ზოლს.

    ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩრდილო კიდეზე გამავალი ტრასის სიგრძე ესტაკადის ჩათვლით 245 მ-ია. აქედან ასასვლელი პანდუსი 88 მ, ესტაკადა 26 მ და ჩამოსასვლელი პანდუსი 131 მ.

    ახალი ნაგებობის ასაშენებლად 2.9 მლნ ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა კი, 8 თებერვალს იწურება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები