მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  აპრილი  2017

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი განთავსდება

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი განთავსდება. ხალი მოფრენის ტერმინალს ექნება ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება. თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია. ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური...

    ვრცლად
  • 06  აპრილი  2017

    გარდაბნის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

    თბილისის შემოგარენში, გარდაბნის გზატკეცილის სამგორის რაიონთან დამაკავშირებელი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. 125 მეტრის სიგრძეზე, ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 4 კმ-ის სიგრძის გზაზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი განხორციელდება და დაიგება ახალი, ორფენიანი საფარი. ​გარდაბნის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს, თბილისის მერი დავით...

    ვრცლად
  • 05  აპრილი  2017

    პუშკინის ქუჩაზე შენობები მხატვრულად განათდა

    თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, “თავისუფლების მოედნის” მიმდებარედ, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე შენობა მხატვრულად განათდა. სამუშაოები შპს “თბილსერვის ჯგუფმა” განახორციელა. მხატვრული მინათების პროექტის ფარგლებში მოეწყო განათების სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები. ​მათივე ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი“ 2017 წლის განმავლობაში ორმოცამდე...

    ვრცლად
  • 04  აპრილი  2017

    4 აპრილს, დაიწყო სამ დღიანი ტრენინგი ტექნოლოგიების და სამშენებლო მანქანების სწორად გამოყენება

    დღეს, 4 აპრილს, დაიწყო სამ დღიანი ტრენინგი, ტექნოლოგიების და სამშენებლო მანქანების სწორად გამოყენებაში, რომელსაც ატარებს კომპანია “Wirtgen Group”-ის წარმომადგენლობა საქართველოში. „Wirtgen Group” - ი გერმანული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, როგორც სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი. სამ დღიანი ტრენინგების სერიას ესწრებიან...

    ვრცლად
  • 04  აპრილი  2017

    ლილოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება

    ლილოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბრისას ლილოს დასახლებაში მრავალმილიონიანი პროექტის განმახორციელებელი კომპანია kdvgeorgia -ს ხელმძღვანელი ვაჟა სამადბეგიშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის შესაბამის...

    ვრცლად
  • 03  აპრილი  2017

    თემქის ხევის ორივე მხარეს პარკის გაკეთება იგეგმება

    თემქის ხევის ორივე მხარეს დიდი პარკის გაკეთება იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარკის გაკეთებისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია, რაც გულისხმობს გეგმის შემუშავებას. „გენერალური გეგმის ჯგუფმა შემოგვთავაზა საინტერესო იდეა, რომელიც მათი მხრიდან უკვე დამუშავებულია და გულისხმობს ერთ-ერთი...

    ვრცლად
  • 03  აპრილი  2017

    19 პროექტი, რომელიც თბილისში 2014-2016 წლებში განხორციელდა

    ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთო აბესაძე, დედაქალაქში 2014-2016 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. „ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014-2016 წლებში განხორციელდა. 1. ვერეს ხეობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე, საავტომობილო...

    ვრცლად
  • 03  აპრილი  2017

    ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები 5 მისამართზე დასრულდა

    ლილო-ორხევის საუბნო განყოფილებების ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 5 მისამართზე დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კაკლიანის, მერი მდივნის, ფრანგულიანისა და ჩანტლაძის ქუჩებზე, ასევე, სოფელ წინუბანში, ლილოს დასახლების I კვარტალში და 107-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ 16 350 მ2 ასფალტის ახალი საფარი დაიგო. საგზაო...

    ვრცლად
  • 31  მარტი  2017

    ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს

    ​თბილისის ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, ინანიშვილის ქუჩის №4, უიარაღოს II შესახვევი №3-3ა, მაღაროს ქუჩის №8, ლოტკინის ხევის №38 და ქსნის ქუჩის №12-ში. სამუშაობი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მიწის დამუშავება-გატანა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა და...

    ვრცლად
  • 31  მარტი  2017

    თბილისში, კრწანისის ქუჩაზე სკვერის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

    თბილისის კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის N16-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეკონსტრუქცია დაიწყო. სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, სარეკრეაციო სივრცე ახლებურად დაგეგმარდა – მოეწყობა ბილიკები, სპორტული და სათამაშო მოედნები. ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეში კაუჩუკის...

    ვრცლად

პარტნიორები