სიახლეები
-
31 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს
თბილისის ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, ინანიშვილის ქუჩის №4, უიარაღოს II შესახვევი №3-3ა, მაღაროს ქუჩის №8, ლოტკინის ხევის №38 და ქსნის ქუჩის №12-ში. სამუშაობი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მიწის დამუშავება-გატანა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა და ლითონის დამცავი ღობის მონტაჟი ტარდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.„საკმაოდ რთულ სამუშაოს ასრულებენ კონტრაქტორი კომპანიები. განსაკუთრებით, რთული ობიექტია ინანიშვილის №4, სადაც კლდის ხელით დამუშავება უწევთ მშენებლებს. ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია მოსახლეობის და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე პროექტების საერთო ღირებულება 199 633 ლარია. აღნიშნული მისამართების გარდა, კედლების მშენებლობა კიდევ 6 მისამართზე დაიწყება. ასევე, წლის ბოლომდე ტენდერის გამოცხადება 10-მდე საყრდენი კედლის სამშენებლო სამუშაოებზე იგეგმება.