მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  აპრილი  2017

    ლილოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება

    ლილოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა უახლოეს რამდენიმე თვეში დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბრისას ლილოს დასახლებაში მრავალმილიონიანი პროექტის განმახორციელებელი კომპანია kdvgeorgia -ს ხელმძღვანელი ვაჟა სამადბეგიშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღებისთვის შესაბამის ინსტანციებს გადის.

    როგორც სამადბეგიშვილი განმარტავს, კომპანია მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო საფეხურზეა, ამის შემდეგ გაფორმდება მემორანდუმი, შემდეგ ხელშეკრულება თბილისის მერიას, თბილსერვისსა და კომპანია kdvgeorgia -ს შორის, რაც მშენებლობის დაწყების საფუძველი გახდება.


    როგორც ცნობილია, პროექტის ღირებულება 85 მილიონ დოლარამდეა, საიდანაც ნაწილი OPIC-ის ინვესტიციაა, ნაწილი კი კერძო გრანტებია.

    როგორც ცნობილია, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გასული წლის ბოლოსთვის უნდა დაწყებულიყო, თუმცა, როგორც სამადბეგიშვილი ცოტა ხნის წინ განმარტავდა, ბიუროკრატიული პროცესების გამო, პროცესი გაჭიანურდა.


    kdvgeorgia-ს ხელმძღვანელი გასული წლის ბოლოს განმარტავდა, რომ მშენებლობის დაწყებიდან 9 თვეში დაგეგმილია ქარხნის სატესტო რეჟიმში გაშვება, 2 თვის შემდეგ კი ქარხანა სრული წარმადობით გააგრძელებს მუშაობას.

    სამადბეგიშვილი ამბობს, რომ ქარხნის მშენებლობა ლილოში, 50 ჰექტარზე იგეგმება. ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა დღეში 1000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენს გადაამუშავებს.

    სამადბეგიშვილის განცხადებით, ინვესტიციის დაფარვის პერიოდი 4.5 წელია. რაც შეეხება გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, სამადბეგიშვილი ამბობს, რომ ყველა ორგანული ნარჩენი გადამუშავების შემდეგ გარდაიქმენება დიზელად და ბიტუმად, რომლის ექსპორტზე გაყიდვითაც კომპანია მოგების მიღებას ელოდება. დაგეგმილია, წელიწადში 72 000 ტონა დიზელის წარმოება და მისი ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე გატანა.

    შეგახსენებთ 2016 წლის აპრილში kdvgeorgia-მ მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა. შედეგად, მათ დროებით სარგებლობაში, 25 წლის ვადით გადაეცათ ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთი. პროექტის განხორციელებით 13 კომპანია იყო დაინტერესებული.
     

     


    ავტორი: სოფო ქსოვრელი


პარტნიორები