სიახლეები
-
04 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
4 აპრილს, დაიწყო სამ დღიანი ტრენინგი ტექნოლოგიების და სამშენებლო მანქანების სწორად გამოყენება
დღეს, 4 აპრილს, დაიწყო სამ დღიანი ტრენინგი, ტექნოლოგიების და სამშენებლო მანქანების სწორად გამოყენებაში, რომელსაც ატარებს კომპანია “Wirtgen Group”-ის წარმომადგენლობა საქართველოში.
„Wirtgen Group” - ი გერმანული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, როგორც სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი.
სამ დღიანი ტრენინგების სერიას ესწრებიან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომლები.
ტრენინგების თემებია:
04 აპრილს - ბეტონი და ბეტონის სწორი დაგების ტექნოლოგიები;
05 აპრილი - ასფალტი და მისი სწორად დაგების ტექნოლოგიები;
06 აპრილი - ცივი რეციკლირება და მისი სწორად შესრულების ტექნოლოგიები.