მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  აპრილი  2017

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი განთავსდება

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი განთავსდება. ხალი მოფრენის ტერმინალს ექნება ახალი თაობის ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ერთდროულად ორ C ტიპის ავიახომალდს (B727, B737, MD-80, A320) მოემსახურება. თითოეული გასასვლელის მაქსიმალური გაშლა 39 მეტრია. ხიდი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარების განათებისა და საბურავების ავარიული გათიშვის ავტომატური სისტემებით, ინფრაწითელი სენსორებითა და დამატებითი სახანძრო გასასვლელით. ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება 5 ჩასხდომის ხიდი.

    ახალი თაობის ჩასხდომის ხიდებს მსოფლიოს სხვადასხვა ახალ აშენებულ აეროპორტებში იყენებენ.


პარტნიორები