მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  მარტი  2017

    თბილისში, კრწანისის ქუჩაზე სკვერის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

    თბილისის კრწანისის რაიონში, კრწანისის ქუჩის N16-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეკონსტრუქცია დაიწყო. სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.
    კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, სარეკრეაციო სივრცე ახლებურად დაგეგმარდა – მოეწყობა ბილიკები, სპორტული და სათამაშო მოედნები. ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეში კაუჩუკის საფარი დაიგება, გამწვანებისთვის მოწყობილ თარგებში კი ბუჩქოვანი მცენარეები დაირგვება.
    ​სკვერში მიმდინარე სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი გაეცნო. კრწანისის გამგეობის ინფორმაციით, სკვერის რეაბილიტაცია სამ კვირაში დასრულდება.


პარტნიორები