მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აპრილი  2017

    გარდაბნის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

    თბილისის შემოგარენში, გარდაბნის გზატკეცილის სამგორის რაიონთან დამაკავშირებელი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. 125 მეტრის სიგრძეზე, ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 4 კმ-ის სიგრძის გზაზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი განხორციელდება და დაიგება ახალი, ორფენიანი საფარი.
    ​გარდაბნის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი გაეცნენ.



    დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული გზა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარდაბნის გზატკეცილს სამგორის რაიონთან აკავშირებს. უგზოობის გამო, გარდაბნის გზატკეცილზე ავტომობილები პრაქტიკულად არ დადიოდნენ, რაც საავტომობილო ნაკადებით მიმდებარე უბნების დატვირთვას იწვევდა.
    “საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზრდება, რაც მიმდებარე ქუჩების განტვირთვას გამოიწვევს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.



    გარდაბნის გზატკეცილის რეაბილიტაციის სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.
    ​მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 561 278 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები 2017 წლის 15 მარტს დაიწყო და ივნისში დასრულდება.


პარტნიორები