სიახლეები
-
2030 წლამდე თბილისში 6 საავტომობილო ხიდი უნდა აშენდეს – გენგეგმა
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით, დედაქალაქში კიდევ 10 ხიდი უნდა აშენდეს, მათ შორის 6 საავტომობილო, ხოლო 4 – საფეხმავლო. იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ხიდის ერთდროულად აშენებას დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება, ხიდების მშენებლობა დაყოფილია პრიორიტეტულობის მიხედვით – მოკლე, საშუალო და გრძელვადიან...
ვრცლად -
2018 წელს ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა დაგეგმილი
2018 წლის ბიუჯეტში, ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია 18 მისამართზეა გათვალისწინებული. გამომდინარე იქიდან, რომ საყრდენი კედლების მშენებლობა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხორციელდება, 2018 წელს აღნიშნული მიმართულება გამგეობისთვის პრიორიტეტული იქნება. მერიის ინფრმაციით, 2017 წელს, ნაძალადევის რაიონში 14 გზის დამჭერი...
ვრცლად -
“ზედმეტი კოეფიციენტი, ეს არის გაფუჭებული გარემო”
ურბანისტი, ქალაქმგეგმარებელი პაპუნა ძიძიგური მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი დროულად უნდა დამტკიცდეს, არ შეიძლება გენგეგმის გაჩერება და ვაკუუმში ყოფნა. იმავე დროს უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც გენგეგმის შესრულებას წარუძღვება. როგორც „სითი კვირას“ პაპუნა ძიძიგურმა განუცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის...
ვრცლად -
ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკი მოეწყობა
თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა გამართეს. „გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული...
ვრცლად -
გენგეგმის მიხედვით, თბილისის ზღვის სანაპიროზე ეკოქალაქის მშენებლობა დაუშვებელია
„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი მზად არის და ქალაქში განაშენიანების ქაოსური პროცესები კვლავ გრძელდება“. ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გენგეგმის ამოქმედების შემთხვევაში ზოგიერთი კერძო საკუთრება შეიზღუდება. მათ შორის, სალუქვაძის...
ვრცლად -
ძველ თბილისში ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის კრწანისის რაიონში, ყავლაშვილის ქუჩის N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ავარიული შენობა კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით დაიშალა და მის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და...
ვრცლად -
“გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია”
თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის თემურ გორგაძის ინფორმაციით, 2018 წელს კრწანისში გზები, წყალმომარაგება მოწესრიგდება, ხოლო სკვერებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა -რეაბილიტაცია გაგრძელდება. ამ საკითხზე თემურ გორგაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. მოსახლეობას თემურ გორგაძემ, კრწანისის რაიონის გამგებელთან, ლევან ჯაფარიძესთან ერთად...
ვრცლად -
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა
თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, განათებები, სავარჯიშო...
ვრცლად -
თბილისში, კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება
თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, მომავალ წელს კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი მომზადდება. სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, დეტალები პროექტის შედგენის შემდეგ დაიგეგმება. ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად, მე-19 ოლქის...
ვრცლად -
წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი ზურაბ ალავიძე და თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნენ. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება...
ვრცლად