სიახლეები
-
28 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება
თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძის ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, მომავალ წელს კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი მომზადდება. სამუშაოების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, დეტალები პროექტის შედგენის შემდეგ დაიგეგმება.
ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად, მე-19 ოლქის მოსახლეობას შეხვდა და დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.
„2018 წლის ბიუჯეტში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გაწერილი. მათ შორის რამდენიმე მე-19 ოლქის ტერიტორიაზე განხორციელდება. ვგეგმავთ ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას, ასევე, ეზოებში და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
საკრებულოს წევრი მიხეილ ამაშუკელი კი მოსახლეობას სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტში გარკვეული მატებაა გათვალისწინებული.
“ჩვენი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველთა რიცხვის მინიმუმამდე დაყვანაა”, – განაცხადა დეპუტატმა.ტეგები