მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  იანვარი  2018

    “ზედმეტი კოეფიციენტი, ეს არის გაფუჭებული გარემო”

    ურბანისტი, ქალაქმგეგმარებელი პაპუნა ძიძიგური მიიჩნევს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი დროულად უნდა დამტკიცდეს, არ შეიძლება გენგეგმის გაჩერება და ვაკუუმში ყოფნა. იმავე დროს უნდა შეიქმნას სპეციალური ორგანო, რომელიც გენგეგმის შესრულებას წარუძღვება.

    როგორც „სითი კვირას“ პაპუნა ძიძიგურმა განუცხადა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს იცნობს და მიაჩნია, რომ ის აქცენტები, რომლებიც ამ ჯგუფმა წინა პლანზე წამოსწია, – კოეფიციენტების შეზღუდვა, რეკრეაციული ზონებთან დაკავშირებით და ა.შ, აუცილებლად შესასრულებელია.

    “თავის დროზე კოეფიციენტების გაყიდვა იყო ნონსენსი. ეს სამარცხვინო ფაქტია. ის რაც არის დადგენილი არის ნორმატიული და ნორმატიულის ზევით თუ რამეს ყიდი ე.ი შენ ბიუჯეტში ფული შეგაქვს რაღაცის გაფუჭების ხარჯზე. რაც მეტს გავაფუჭებთ, მით მეტს შევიტანთ ბიუჯეტში – შეიძლება ასე? ზედმეტი კოეფიციენტი ეს არის გაფუჭებული გარემო, ზედმეტი სიმჭიდროვე, რაც არის არანორმატიული, რადგან ბიუჯეტი გვინდა გავამდიდროთ, რადგან ფული გვინდა ბიუჯეტში, ამიტომ ცუდი რამეები გავაკეთოთ და ფული შემოგვივა – აი ასეთია, კოეფიციენტების გაყიდვის შეფასება. მეორე რაც შეეხება ეკოლოგიას, საერთოდ ეკოლოგიის საკითხები როგორ შეიძლება სადაო იყოს მით უმეტეს, როდესაც ჩვენს დედაქალაქზე ვსაუბრობთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება მსოფლიოში, ეს არის აქსიომა”, – აცხადებს პაპუნა ძიძიგური.
    მისივე განმარტებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველომ” წარმოადგინა, ეს არის განახლებული გენგეგმა, ის არ არის ახალი დოკუმენტი, რომლის შედგენაც გენგეგმის ჯგუფის წევრებმა ნულიდან დაიწყეს.

    “იმ სახით, როგორც არის წარმოდგენილი ახლა გენგეგმა, აუცილებლად მისაღებია. ხოლო ის საკითხები, რაც ჩემის აზრით, გასაკეთებელია, უმჯობესია სამუშაო პროცესში გაკეთდეს. გენგეგმაში წერტილის დასმა არ შეიძლება, ეს არის პერმანენტული პროცესი, რომელიც პერმანენტულად საჭიროებს გაუმჯობესებას, ჩარევას და ა.შ. აქედან გამომდინარე ეს გენგეგმა თუ ჩვენ არ მივიღეთ და დროში გავაჭიანურეთ მივიღებთ უარეს შედეგებს. არ შეიძლება გენგეგმის გაჩერება და ვაკუუმში ყოფნა”, – მიაჩნია ქალაქმგეგმარებელს.

    პაპუნა ძიძიგურის აზრით, მეორე მხრივ გენგეგმის მიღებას არავითარი აზრი არ ექნება, თუ მას არ დახვდა შესაბამისი ინსტიტუცია, რომელიც გადაიბარებს დოკუმენტის მართვას. კერძოდ, მისივე განმარტებით, უნდა არსებობდეს ისეთი დაწესებულება, რომელიც გენგეგმის მართვას, მის აღსრულებას განახორციელებს.

    “გენგეგმა უნდა მოხვდეს სპეციალისტების ხელში. ეს საკითხი დგას ძალიან დიდი ხანია ამაზე იყო საუბარი წინა მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრების დროს და პასუხობდნენ, რომ ჩვენ ეს გვესმის, რომ ეს საჭიროა და ამას გავაკეთებთო, მაგრამ ფაქტია, გავიდა დრო, გენგეგმა უკვე ჩაბარების სტადიაშია და ამ ინსტიტუციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არ არის. გენგეგმა უნდა დაიდოს ინსტიტუციის პლატფორმაზე. დანარჩენი ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც, ვიღაცისთვის მისაღები არ არის ალბათ”, – აცხადებს პაპუნა ძიძიგური.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები