მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 31  დეკემბერი  2017

    “გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია”

    თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის თემურ გორგაძის ინფორმაციით, 2018 წელს კრწანისში გზები, წყალმომარაგება მოწესრიგდება, ხოლო სკვერებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა -რეაბილიტაცია გაგრძელდება.
    ამ საკითხზე თემურ გორგაძემ, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.

    მოსახლეობას თემურ გორგაძემ, კრწანისის რაიონის გამგებელთან, ლევან ჯაფარიძესთან ერთად, დედაქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები გააცნო.
    „თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს კრწანისში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება, მათ შორის, მოწესრიგდება გზები, წყალმომარაგება, გაგრძელდება სკვერებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია”, – განაცხადა გორგაძემ.
    მაჟორიტარმა განსაკუთრებული ყურადღება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასა და ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის (გვირაბი) მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რაიონში ეს ყველაზე მასშტაბური პროექტებია.

    მისივე განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით, ასევე განსაზღვრულია სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობასთან საუბრისას, გორგაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში თანხები კულტურული და ახალგაზრდული პროექტებისთვისაც არის გამოყოფილი, ამასთანავე, რაიონში დაგეგმილია გამწვანების ღონისძიებებიც.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები